მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ჩხარისმარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 170 მ სიმაღლეზე. ზესტაფონიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 14 კმ, თბილისისდან 198 კმ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII ს-ში. ქალაქად გამოცხადდა 1983წელს. მოსახლეობა 5,5 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები, სპორტის სასახლე. თერჯოლაში არის თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიისრეზიდენცია.